ავარია მოხდა ოკამთან. მარჯვენასაჭიანი "ბე ემ ვეს" ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. როგორც MediaMall.ge-ს თვითმხილველმა განუცხადა, 1988 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელის საჭეს მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლის გვერდით მჯდომი პირი კი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

 

როგორც MediaMall.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო წესების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.