კახეთში, სოფელ გომბორთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, ავტომობილით ოჯახი მგზავრობდა, შეჯახების შედეგად დიასახლისი ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახის დანარჩენი წევრები უახლოეს საავადმყოფოში მოათავსეს.

 

როგორც MediaMall.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუმარტეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამარლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო წესების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.