საქართველო ზამთრის პერიოდში აზერბაიჯანისგან დამატებით ბუნებრივ აირს მიიღებს. სოკარის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტრომ დაადასტურა.

 

მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი, აცხადებს, რომ გაზის გაზრდილი მოცულობა მაინც არ არის საკმარისი საქართველოს მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად.

 

აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების გაზრდის შესახებ განცხადებები საქართველოს პარლამენტშიც გაკეთდა. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, სტრატეგიულ პარტნიორთან შენარჩუნებული იქნას მჭიდრო ურთიერთობები, თუმცა ქვეყანამ დივერსიფიკაციაზეც უნდა იფიქროს.

 

უმცირესობის წევრები კი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ შეინარჩუნონ პარტნიორი, რომელიც საქართველოს ბუნებრივ აირს ყველაზე შეღავათიან ფასად აწვდის.