სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ლიბერიის დროშით მცურავი ტანკერი „POULOPOM“ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში დააკავეს.

 

 

 

გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

 

 

 

გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.