ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით ის ადგილზე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გარდაცვლილი მშენებლობაზე შვილთან ერთად მუშაობდა.

 

ამ დროისთვის მშენებარე სახლთან პოლიცია იმყოფება. თვითმხილველების თქმით, მშენებლობაზე დასაქმებული ყველა მუშა შენობის გარეთ გამოიყვანეს. მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება.

 

ქავთარაძის ქუჩაზე მშენებარე შენობა 14 სართულიანია და ადგილობრივი მცხოვრებლები გასულ წელს მის მშენებლობას აპროტესტებდნენ.