რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მცხოვრებმა 45 წლამდე მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოტივი ამ დრომდე უცნობია.

 

მეზობლები გარდაცვლილის ოჯახურ ტრაგედიაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მამაკაცს დედ-მამა ადრე დაეღუპა, რამდენიმე წლის წინ კი ძმაც გარდაეცვალა. მამაკაცი მარტო ცხოვრობდა, დაახლოებით 5 დღე არ ჩანდა რამაც მეზობლების ეჭვი გამოიწვია.

 

ადგილზე სასწრაფო დახმარების და სამაშველო ეკიპაჟები გამოიძახეს, ბინაში შესულებს კი მამაკაცი ჩამომხჩვალი დახვდათ.