საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურმა კუთვნილ სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მკაცრი კონტროლი დააწესა.

 

გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ბოლო დროს გახშირებულმა შეტყობინებებმა შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ.

 

სამსახურებრივი ტრანსპორტის მძღოლების ამგვარი ქმედება, ერთი მხრივ, სამსახურის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება, მეორე მხრივ კი საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ასევე სახელმწიფო ქონებას.

 

ამის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მკაცრად გააფრთხილა მძღოლები, რომ ავტოსატრასპორტო საშუალებით მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელობის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოხდება.


ამასთან, შემოსავლების სამსახური მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, სპეციალური სანომრე ნიშნებით (RS… GE) მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ გზებზე მოძრაობის წესების დარღვევის შემჩნევის შემთხვევაში, აცნობონ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: 2 261160 ან 2 261119