გლდანის მესამე მიკრორაიონში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ქალბატონი გარდაიცვალა. შემთხვევა პურის საცხობში მოხდა.

 

მომხდარი „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

 

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე, სხვა დეტალები უცნობია.