გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.


სამართალდამრღვევებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ 3.5 კბმ სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ.


აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება.