გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

 


სამართალდამრღვევს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე რცხილის სახეობის ხე-ტყე გადაჰქონდა.აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი ოქმი.

 


მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.