მოსამართლეთა წრეში კიდევ ერთი სკანდალი და დაპირისპირება იწყება. კურიერს კონფიდენციალურმა წყარომ, მიაწოდა შიდა კომპიუტერულ ქსელში მოსამართლეთა მიმოწერის ამონაბეჭდი. როგორც ირკვევა სასამართლო სისტემის შიდა ქსელში ბოლო დროს განსაკუთრებული სიხშირით აკრიტიკებენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

 

მოსამართლეები კურიერის მიერ მოპოვებულ მიმოწერაში წერენ, რომ გვენეტაძემ მათი პატივი და ღირსება შელახა.

 

მიმოწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებით იწყება, სადაც წერია, რომ ერთ-ერთ დახურულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის კანონით გათვალისწინებული საკითხი უნდა განეხილათ ნინო გვენეტაძემ მოსამართლეები არაეთიკურად მოიხსენია.

 

ამავე მიმოწერით ირკვევა, რომ უზენაესი სასამართლოს ახლადდანიშნულ თავმჯდომარესთან მოსამართლეებს ურთიერთობა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების გამო დაეძაბათ.

 

სასამართლო სისტემაში გარკვეულ ჯგუფებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი.

 

რამდენიმე თვის წინანდელ მიმოწერაზე კურიერთან საუბარი დღეს არც მოსამართლეებმა და არც იუსტიციის საბჭოს მდივანმა ისურვეს.

 

საერთო სასამართლოების შესახებ კანონს პარლამენტი უკვე მეორე მოსმენით იხილავს, თუმცა გარკვეული შენიშვნები აქვს ოპოზიციას. ისინი სისტემაში არსებულ პრობლემებზეც მიუთითებენ.