ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი სახლი და სასურსათო მაღაზია „ნუგეში“ დაიწვა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, დამწვარია 150 კვადრატული მეტრის ფართი.

 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.