თბილისში ლიბერთი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. ძარცვა ბანკში, რამდენიმე წუთის წინ ცოტნე დადიანის 23 ნომერში მოხდა.

 

ტერიტორიაზე ამ დროისთვის იმყოფება კრიმინალური პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

 

თვითმხილველების თქმით, მძარცველს სახე დაფარული არ ჰქონდა და მან იარაღის მუქარით ბანკის ოპერატორებისგან თანხა მოითხოვა. მათივე განცხადებით საუბრია 2000 ლარზე.