საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ეს მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.