1 წლის ბავშვის გარდაცვალებას ოჯახი ყვარლის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს აბრალებს.

 

დაღუპულის მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილი კლინიკაში 5 დღის განმავლობაში იწვა, თუმცა დიაგნოზი ვერ დაუსვეს, რის გამოც არასრულწლოვანი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

 

მშობლები ირწმუნებიან, რომ მკურნალობა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ ბავშვი დაიღუპა.

 

"ჩემი შვილისთვის სიხლის ანალიზი რომ გაეკეთებინათ ასეთი მდგომარეობა არ იქნებოდა. არც გადასხმა გაუკეთდა, არც არაფერი",- განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

 

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ბრალდებებზე ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ.