კრასნოიარსკში 14 წლის გოგონა ვისკით მოიწამლა და გარდაიცვალა. მოზარდი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმლის მესამე მსხვერპლი გახდა. როგორც კი გოგონამ თავი შეუძლოდ იგრძნო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შესძლეს. 

 

რამდენიმე დღის წინ კი ამავე ფალსიფიცირებული ვისკით 40 და 44 წლის მამაკაცები დაიღუპნენ.  საუბარია ალკოჰოლურ სასმელზე, რომელსაც ცნობილი ბრენდის,  Jack Daniel’s ეტიკეტი აკრავს.

 

სამართალდამცავებმა გამოძიება გამოძიება უკვე დაიწყეს.