გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.


სამართალდამრღვევს 1,2 კბმ პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) რეგიონს გარეთ გადაჰქონდა. კერძოდ, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაცემული იყო საგარეჯოს რაიონში, ხოლო სატრანსპორტო საშუალება გაჩერებული იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში.


2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, აკრძალულია სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება იმ მუნიციპალიტეტების ჯგუფის ან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სოციალური ხე-ტყის დამზადება, გარდა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი შემთხვევებისა.