ბერი გაბრიელ სალოსის მეოთხე შესახვევის 18 ნომერში ბარაკული ტიპის სახლი დაიწვა, რის გამოც ერთი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.

 

ცეცხლი ახლომდებარე ორი საცხოვრებელი სახლის სახურავზე გადავიდა.

 

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ექვსი სახანძრო მანქანა და ერთი სამაშველო ბრიგადა.

 

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების მანქანა და საპატრული ეკიპაჟი.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ერთი ოჯახი - მოხუცი ცოლ-ქმარი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.

 

როგორც „პირWელს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი გავრცელებული იყო დაახლოებით, 150 კვადრატულ მეტრზე.

 

მისი ლოკალიზება მეხანძრეებმა მალევე მოახერხეს, მაგრამ ცეცხლის ფართო არეალზე გავრცელება დაგვიანებით შესული შეტყობინების გამო მოხდა.

 

ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მოძველებული ელექტროგაყვანილობა სახელდება.