ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დიდუბის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ნაფეტვრიძე დააკავეს. დაკავებული ამ დროისთვის ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

 

ადგილზე შეიკრიბნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. მათი განცხადებით გამოძიებამ ნაფეტვრაიძე 2 დღის წინ თბილისის მერიასთან გამართული აქციაზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების ბრალდებით დააკავა.

 

გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

 

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს სადაც ისინი ბიძინა ივანიშვილისთვის ბოტანიკური ბაღის გადაცემას აპროტესტებდნენ.