დაკავებული ქალი ბორკილებში პოლიციელმა სასტიკად სცემა. ინციდენტი აშშ-ის შტატ ფლორიდაში მოხდა. შოკისმომგვრელი კადრები ინტერნეტში გავრცელდა. ჩანაწრში ჩანს, თუ როგორ უმოწყალოდ ურტყამს ქალს ერთ-ერთი სამართალდამცავი, ხოლო მისი კოლეგები ამ "სეირს" ჩუმად ადევნებენ თვალ-ყურს. ადგილობრივი მედიია ცნობით, ვიდეო კადრების ინტერნეტში გავრცელების შემდეგ, მოძალადე პოლიციელი სამსახურიდან გაუშვეს.