11 წლის მოზარდი მარტო იყო, როდესაც მას სახლში ქურდი შეუვარდა. ინციდენტი აშშ-ის შტატ ალამაბაში, ქალაქ ტალადეგში მოხდა. ცნობილი ამერიკული ფილმის, "მარტო სახლში" -ის გმირივით, კრის გაიტერმა სახლი დაყაჩაღებისგან არც მეტი, არც ნაკლები ნამდვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაიცვა. "როდესაც მძარცველმა არ დაიჯერა, რომ არასათამაშო პისტოლეტი მეკავა, ვესროლე მას, ის ფეხში დაიჭრა" - ჰყვება მოზარდი-გმირი. მან პოლიციის გამოძახებაც მოახერხა. ბოროტმოქმედი დააკავეს, თუმცა, ამჟამად ის საავადმყოოშია გადაყვანილი.