ცნობილი ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის შვილის, ევა ბარბაქაძის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

 

ამის შესახებ "ფეისბუქზე" კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა წერს.

 

ის მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც ოპერაციის თანხის შეგროვებაში წვილი გაიღო.

 

"მეგობრებო, მოკლედ ოპერაცია დამთავრდა, თვითონ როგორც ამბობენ ექიმები კარგად ჩაიარა, ზეგ უკეთებენ მეორე ოპერაციას, ჩვენ არ მოვდუნდეთ მთავარია, ვისაც როგორ შეგვეძლება ..... კახის მადლობა და ყველა იმ ადამიანს ვინც ეხმარება შეძლებისდაგვარად", - წერს კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ევა ბარბაქაძეს ოპერაციისთვის თანხის ნაწილი დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ და ენერგეტიკის მინისტრმა კაცი კალაძემ გადაურიცხა.