გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

 


ხაშურის რაიონის სოფელ გომში მოქალაქეებს მიკროავტობუსებით გადაჰქონდათ სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული დახერხილი ფიცარი. მძღოლებმა წარმოადგინეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

 


2014 წლის 10 იანვრის № 46 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, აკრძალულია სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება იმ მუნიციპალიტეტების ჯგუფის ან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სოციალური ხე-ტყის დამზადება, გარდა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი შემთხვევებისა.