შინაგან საქმეთა სამინისტრომ წნორის საავადმყოფოში მშობიარე ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო.


როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, 28 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 130-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან 3 წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ისჯება.

 

28 წლის იამზე ბერიძე სოფელ სამთაწყაროში ცხოვრობდა. ახალგაზრდა მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა. ექიმებმა ახალშობილი ბიჭის გადარჩენა შეძლეს.


გარდაცვლილის ახლობლები ირწმუნებიან, რომ მშობიარე სრულიად ჯანმრთელი იყო. ისინი წნორის სამშობიაროს მედპერსონალს გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ. მათივე ინფორმაციით, იამზე ბერიძეს ექიმებმა მშობიარობის შემდეგ სისხლდენა ვერ შეუჩერეს.