გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

 


სოფელ ატენის მიმდებარედ გაჩერებული სატვირთო ავტომანქანა დატვირთული იყო 8.3 კბმ სოჭისა და ფიჭვის საშეშე მერქნით.

 


გადამოწმებისას დადგინდა, რომ ტრანსპორტირებული ხე-ტყის ნაწილზე მძღოლს არ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანა დაილუქა.