"პარტიიდან გაგდებული ხალხის ჭკუის დარიგება არ მჭირდება", - ეს წინადადება გახდა საკრებულოს დეპუტატს ალეკო ელისაშვილსა და მანჯავიძეს შორის სიტუაციის გამწვავების მიზეზი.

 

პოლიტიკოსების სიტყვიერი დაპირისპირება, "მაესტროს" პირადპირ ეთერში ისეთ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რომ მასში წამყვანების ჩართვა გახდა საჭირო.

 

"ირმა ინაშვილმა ფული შემიჭამაო არ თქვა და მაგიტომ არ გაგაგდეს პარტიიდან? არ გახსოვთ ეს ისტორია? ეს კაცი მე ჭკუას მარიგებს? ინაშვილმა არ გაგრიცხა პარტიიდან?" - მიმართა ელისაშვილმა მანჯავიძეს.

 

"ჭკუას კი არ გარიგებ, ამ სისულელეების ლაპარაკისთვის პასუხს მოგთხოვ. ირმა ინაშვილი როგორ გაგრიცხავდა პარტიიდან, გენერალური მდივანი ვიყავი. შე მართლა იდიოტო მართლა...ვინ არის ეს ავადმყოფი", - უპასუხა მას მანჯავიძემ.

 

"ძალიან ზედმეტი მოგდის შე არაკაცო, ნუ მეძველბიჭები აქ", - მიმართა მას ელისაშვილმა და მანჯავიძისკენ ფიზიკურად გაიწია.

 

 

 

 

 

თამთა უთურგაშვილი