საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, მათ შორის ასოცირების შეთანხმებითა და „ასოცირების დღის წესრიგით“ გათვალისწინებული ძირითადი პრიორიტეტების შესახებ ხვალ ბრიუსელში იმსჯელებენ.

 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, თბილისიდან უკვე გაემგზავრა დელეგაცია.

 

კომიტეტი ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული გაღრმავებული პოლიტიკური დიალოგის ინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილს წარმოადგენს.

 

განსახილველ საკითხებს შორის არის საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.