თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დიდი სისწრაფით მოძრავი მოტოციკლისტი ტაქსს შეეჯახა, მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

 

შსს ინფორმაციით, პოლიცია შეეცადა დიდი სისწრაფით მოძრავი მოტოციკლისტის შეჩერებას, თუმცა სწორედ ამ დროს მოხდა ავარია.

 

საქმე აღძრულია 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.