ესპანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, საქართველოს 18 მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

 

მათ ბრალად ათობით ბინის ძარცვა ედებათ.

 

სამართალდამცველების თქმით, ეჭვმიტანილებმა მადრიდში ბინები და სახლები გაძარცვეს. დაკავებულები ე.წ. "ქართული მაფიის" წევრები არიან.

 

"რადიო თავისუფლების" რუსული სამსახურის ცნობით, დაკავებულებს შორის "ექსპერტებიც" არიან. ისინი ცნობილი არიან იმით, რომ ნებისმიერი ტიპის საკეტის გაღება შეუძლიათ.

 

კრიმინალურ სამყაროში მათ "ოქროს ხელებას" ეძახიან.

 

თამთა უთურგაშვილი