პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ კორცხელის ინციდენტი პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

 

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვის ბრალეულობას დაადგენს გამოძიება - უსუფაშვილისთვის, ის რაც მოხდა დაუშვებელი და მიუღებელია.


„ეჭვი არ მეპარება რომ იქ ცემა-ტყეპა იყო პოლიტიკურ ნიადაგზე, იქ ფულის გაყოფაზე ან შეყვარებული გაყოფაზე არ იყო ჩხუბი - რაც მე ვიცი. რაც ვნახეთ, ეს იყო პოლიტიკურ ნიადაგზე. არ ვიცი რა დიდი დასკვნა სჭირდება ამას. დიახ, პოლიტიკური შეხედულებების გამო დაიწყო ხალხმა ჩხუბი - ვინ დაიწყო, ვინ უპასუხა, ვინ წინასწარი იყო მომზადებული, ვინ პროვოკაციას წამოეგო, ვინ კიდევ სხვა რამეს, ამაზე გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. ის რაც მოხდა ეს არის მიუღებელი და დაუშვებელი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.