ჩაქვის გვირაბთან ძლიერი წვიმის დროს ჩამოწოლილი მცირე ზომის მეწყერის დროს ავტომანქანა მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მანქანა მთლიანად წყლის ქვეშ მოექცა.

 

"მივდიოდი და მოულოდნელად მოვცურდი, ვიდრე სამაშველო სამსახური მოვიდოდა მეწყერი ჩამოწვა და დაფარა მანქანა", - განაცხადა მანქანის მძღოლმა იაშა ჯინჭარაძემ.

 

2030.news-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.