საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს ვარშავის სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის ეს სამიტი.

 

პრეზიდენტის თქმით, საქართველო მომავალში კიდევ უფრო დაცული ქვეყანა იქნება.

 

"ვარშავის შემდეგ საქართველო უფრო დაცული იქნება. საქართველომ მიიღო რეალურად ის ინსტრუმენტები და მექანიზმები, რაც აამაღლებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობა. საქართველო ჩართულია უმნიშვნელოვანეს დისკუსიებში. ნება მომეცით, გითხრათ, რომ აქ ჩვენ მეგობრებთან და პარტნიორებთან ვიყავით და ჩვენ ვსაუბრობდით, როგორც პარტნიორი, როგორც მოკავშირე ქვეყანა ვსაუბრობდით მსოფლიო სტაბილურობაზე და უსაფრთხოებაზე. აქ ჩვენ ბუნებრივია, კონცენტრაცია გავაკეთეთ ავღანეთზე. ჩვენ ვიქნებით აქტიური თანამონაწილე დისკუსიისა, რომელიც საქართველოს თავდაცვითუნარიანობას პირდაპირ უკავშირდება - ეს არის შავი ზღვის კონტექსტი. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს თავდაცვითუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება და ამაზე პასუხისმგებლობას ჩვენი კონკრეტული პარტნიორები აიღებენ", - განაცხადა მარგველაშვილმა "ქრონიკის სტუდიაში".


თამთა უთურგაშვილი