თურქეთში, ქალაქ შანლიუფარში, ავტობუსის გაჩერებაზე 17 წლის მოზარდმა სამი პოლიციელი მოკლა, სამი კი დაჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდამ პოლიციელებს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა, რაც სამართალდამცველებმა მას საბუთის წარდგენა სთხოვეს. წინასწარი მონაცემებით, დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მომხდარი ფაქტის გამო, ახალგაზრდას ლიკვიდაცია ადგილზე მოხდა.