„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 13 ივლისს პარტიის ახალ სახეებს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წარადგენს.

 

სანამ ოფიციალური წარდგენა მოხდება, "2030" კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს ახალ სახეებზე.

 

მათი ცნობით, ახალ სახეებს შორის იქნებიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე გენდერულ საკითხებში სოფო ჯაფარიძე, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა, იურისტი სოფო ხორგუანი, იურისტი თამარ ჩუგოშვილი, ადვოკატი მამუკა მდინარაძე, ინტელექტ კლუბ „რა? სად? როდის?“ და “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი ირინა ფრუიძე, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ბიზნესმენი ბექა ოდიშარია.

 

 

პარტიის ახალ სახეებს ხვალ, 14 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.