გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, გურჯაანი-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე საზამთროთი დატვირთული მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

 

დაშავებული 2 ადამიანი კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდათ და ექიმების ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.