თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან შესაძლო კავშირის გამო პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს. პრეზიდენტის გვარდია, რომელიც 2500 სამხედროსგან შედგება, ანკარაში პრეზიდენტის სასახლეშია დისლოცირებლი.

 

ტელეკომპანია CNN Turk-ის ინფორმაციით, გაცემულია გვარდიის 300 წევრის დაკავების ორდერი, ამ დროისთვის დააკავეს ისინი, ვინც დედაქალაქში იმყოფებოდა.

 

ტელეკომპანია BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნურეთინ ჯანიქლიმ განაცხადა, რომ თითქმის 60 ათასი ადამიანის დაკავება და სამსახურიდან გათავისუფლება “მხოლოდ აისბერგის მწვერვალია”. ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყანაში ამბოხთან კავშირში მყოფი პირების დაკავება გაგრძელდება.

 

21 ივლისს თურქეთმა სამთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამავე დროს, პრეზიდენტი ერდოღანი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აღდგეს.