გურჯაანში, „ვაშლების უბანში“, 36 წლის პავლიკ. ს საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მეზობლების თქმით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

„ცოლ-შვილი სახლში არ ჰყავდა. დედა მეზობელთან გაგზავნა და უთხრა, რომ თვითონაც მეზობელთან აპირებდა გასვლას. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, დედამისი სახლში დაბრუნდა და კარები დაკეტილი დახვდა. როდესაც ტელეფონზე დაურეკა, გამორთული ჰქონდა. ამის შემდეგ, ძებნა დაუწყეს და სახლის უკან ფარდულში ჩამომხრჩვალი ნახეს. თვითმკვლელობის მიზეზი არავინ იცის. მოწესრიგებული და კარგი ახალგაზრდა იყო.“


მეზობლების თქმით, მათ ოჯახში სუიციდის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. რამდენიმე წლის წინ ასევე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე გარდაცვლილის მამამ, როგორც ამბობენ, ორივე შემთხვევაში მიზეზი ვალები გახდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.