საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლის მაკა ჩიჩუას სიძე მინდია გოგოჭური დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

 

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით გამოკითხვა 15:00 საათისთვის არის დანიშნული.

 

მინდია გოგოჭურის პროკურატურაში დაბარება უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას, რომელიც მისი ოჯახის გაჩხრეკვას შეეხებოდა.