საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ამბასადორიალი 2016“ უკომენტაროდ დატოვა. გიორგი კვირიკაშვილი კომენტარი არც თავდაცვის მინისტრის შემცვლელთან დაკავშირებით გააკეთა.

 

„ჩავატარებ ბრიფინგს უახლოეს მომავალში",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გიორგი კვირიკაშვილი დღეს "ამბასადორიალის" დასკვნით, შემაჯამებელ დღეზე იმყოფებოდა, სადაც ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.