წალკაში მომხდარ სისხლიან დანაშაულში, რომლის დროსაც 23 წლის ბიჭი გარდაივალა, ორი მონათესავე ოჯახი მონაწილეობს.

 

როგორც სოფლის გამგებლის მოადგილე "რუსთავი 2"-თან აცხადებს,  საუბარია საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეზე - სამსონ თამარიანის ოჯახზე და ასევე საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ოჯახზე აიკ მელტონიანის ოჯახზე.

 

ოჯახები, გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ქონებრივი დავის გამო იყო დაუპირისპირდნენ- საუბარია ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც სავარაუდოდ, სამსონ თამარიანი მელტონიანებს ედავებოდა. 

 

სამსონ თამარიანი საკუთარი ავტომობილით აიკ მელტონიანის მცირეწლოვან შვილს დაეჯახა და მელტონიანის ოჯახისწევრების განცხადებით, ის შემთხვევის ადგილზე დატოვა. როდესაც მელტონიანი და მისი ძმის შვილი ბავშვის სახლში წამოსაყვანად წავიდნენ, ამ დროს სამსონ თამარიანის შვილმა მათი მისამართით ისროლა. აიკ მელტონიანის ძმის შვილი შემთხვევის ადგილზე სასიკვდილოდ დაიჭრა და იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

 

საპასუხო სროლა მელტონიანის მხრიდანაც განხორიცელდა თამარიანის მისამართით, რა დროსაც სამსონ თამარიანის ძმა დაიჭრა.

 

"მომიკლეს ძმის შვილი, ჩემი ძმა ციხეშია. კანონი თუ არ აღსრულდება, ჩვენ თავებს გავწირავთ და აღვასრულებთ მას. სამსონ თამარიანი თავისუფალი არ უნდა იყოს. ის აიკის ბავშვს მანქანით დაეჯახა და არასრულწლოვანი მიატოვა. როდესაც მის მოსაყვანად ჩემი ძმა და ძმისშვილი წავიდნენ, თამარიანის შვილმა ჩემს ძმისშვილს ესროლა, ის აპირებდა ჩემი ძმის მისამართითაც ესროლა, რა დროსაც ჩემმა ძმამ ესროლა მას. ამ ყველაფერში უფროსი თამარიანია დამნაშავე, ის საკუთარ თანამდებობას იყენებს. ამ სოფელში ყველაფერს დაპატრონებულია", - განაცხადა დავით მელტონიანმა.

 

 

მკვლელობა გახსნილია. სამსონ თამარიანის ვაჟ მკვლელობისთვის დააკავეს, ხოლო აიკ მელტონიანი სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვისაა დაკავებული.

 

თუმცა, მელტონიანების ოჯახი სამსონ თამარიანის დაკავებას ითხოვს, რადგან მათი მტკიცებით ამ შემთხვევის მიზეზი და მთავარი მონაწილე სწორედ ის არის. 

 

 

თამთა უთურგაშვილი