თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარმოადგინა.

 

სხვა საკითხებთან ერთად, დეპუტატებმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს.

 

კერძოდ, მემორიალური დაფის ან ძეგლის განთავსებასთან დაკავშირებით წესდება გარკვეული ზღვარი, რომლის მიხედვითაც, გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ შესაძლებელი იქნება მემორიალური დაფის განთავსება, ხოლო გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე განიხილება საკითხი ძეგლის დადგმის შესახებ.