თელავის აგრარულ ბაზარში უბედური შემთხვევა მოხდა. სოფელ გულგულას მკვიდრმა, 27 წლის გოგონამ გონება დაკარგა და გარდაიცვალა.


ის ბაზარში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, შემთხვევაც ამ დროს მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო.

 

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი, გამოძიება დაადგენს.