რუსთავში VII-ა მიკრო-რაიონში საცხოვებელ სახლში ხანძარი იყო. ბინა მთლიანად დაიწვა.

 

ხანძარი დაახლოებით 22:30 საათზე გაჩნდა, ცეცხლი მე-8 სართულზე არსებულ ბინას წაეკიდა და მალევე გავრცელდა, რის შემდეგაც მთელი ბინა დაიწვა, ალი გადავიდა მე-9 სართულზეც.

 

იყო საშიშროება რომ კორპუსის სხვა მაცხოვრებლებიც დაზარალებულიყვნენ, ამიტომ სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით სახლში 50 წლამდე ქალი უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც მეხანძრეებმა თქვეს ბინაში არავინ იმყოფებოდა.

 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, სახანძრო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. კორპუსთან იმყოფებოდნენ "სოკარ გაზი"-ს თანამშრომლები რომლებმაც ბინას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდეს.

 

ამ მომენტისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

 

იხილეთ ვიდეო: "info rustavi"