სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში BMW-ს მარკის ავტომანქანა 5 წლის გოგონას დაეჯახა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბავშვი გზაზე გადადიოდა. ავტომობილის მძღოლი ახალგაზრდა მამაკაცია. ადგილობრივს ტერიტორია არ დაუტოვებია.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.

 

"newposts.ge"