ბათუმში, სანაპიროზე ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას წყალში ჩასვლის დროს ეპილეფსიური შეტევა დაემართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.