ბათუმში, ორი დღის წინ, რესტორან „სან რემოსთან“ ზღვაში დაკარგული 28 წლის მამაკაცის ცხედარი ნაპოვნია. მაშველებმა გარდაცვლილი მამაკაცი ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში აღმოაჩინეს. ცხედარი დაკარგულის ძმამ ამოიცნო. დაკარგულ ახალგაზრდას სამაშველო ბრიგადები შეტყობინების მიღებიდან 36 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

 

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა ზღვაზე 26 აგვისტოს საღამოს ბავშვებთან და ახლობლებთან ერთად გავიდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი წყალში გაუჩინარდა. ახლობლების განმარტებით, მან ცურვა არ იცოდა.