"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნი, ირაკლი კობახიძე არ საუბრობს იმაზე, აპირებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა, საკუთარი ქვოტით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის წარდგენას.

 

 

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობისთვის მთავარია, რომ მოსამართლე მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად აირჩეს.

 

 

"პარლამენტის გადაწყვეტია, ვინ იქნება მომავალში, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე. ჩვენთვის მთავარია, რომ მოსამართლე მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად აირჩეს და საკონსტიტუციო სასამართლოში აღარ იყვნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც არ გამოირჩევიან შესაბამისი კვალიფიკაციით",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პირველ სექტემბრამდე, საკუთარი ქვოტით აპირებს დაასახელოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა.