თბილისში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით ნგრევის შედეგად დაშავებული არავინაა. ოჯახმა, რომელიც ნგრევის დროს სახლში იმყოფებოდა, შენობის დატოვება დროულად შეძლეს.

 

ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ისინი ბუნებრივი აირის მილის გადაკეტვას ცდილობენ, რომელიც ნგრევის დროს დაზიანდა. ადგილობრივებმა უკვე გამოიძახეს ყასტრანსგაზის წარმომადგენლები.

 

მომხდარის მიზეზები ცნობილი არ არის.