ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი ძმამ ამოიცნო. ის დღეს დილით, სოფელ თხილნარში დაკარგული მამაკაცია.


როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.