2 სექტემბერს ოფიციალურმა ტაშკენტმა პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტრუა. 78 წლის ქარიმოვის გარდაცვალება თავის ტვინში არსებულმა სისხლჩაქცევამ გამოიწვია.

 

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ტაშკენტმა ქარიმოვის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები მას შემდეგ დაადასტურა, რაც რამდენიმე მსოფლიო ლიდერმა უზბეკ ერს სამძიმრით მიმართა და ქარიმოვის დაკრძალვაზე ჩავსლის მზადყოფნა გამოთქვა.

 

ისლამ ქარიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთი კვირის წინ გაუარესდა, გასულ შაბათს ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

 

1 სექტემბერს უზბეკეთში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს, მასზე პრეზიდენტოს მისალოცი სიტყვა მხოლოდ წერილობით გავრცელა, რის გამოც მოსახლეობაში გაჩნდა ეჭვი, რომ პრეზიდენტი ამ დროისთვის უკვე გარდაცვილი იყო.